Saturday, November 15, 2008

ფსევდონიმი

1. პროექტის სახელი: ფსევდონიმი
2. პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა სფეროში ფსევდონიმით მოღვაწე ადამიანების მოძიება. მათი ბიოგრაფიების, შემოქმედების გაცნობა.
3. პროექტის სრული აღწერა: ზოგიერთი ცნობილი ადამიანი ირქმევს გამოგონებულ სახელს ან გვარს და მოღვაწეობს ფსევდონიმით. ბევრმა არ იცის მათი ნამდვილი სახელი. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ასეთი ადამიანები, გაეცნონ მათ ბიოგრაფიას, შემოქმედებას, სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდებს მათი ცხოვრებიდან, გამოიკვლიონ თითეულის წვლილი მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში. გაეცნობიან შესაბამის ეპოქას, შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა. შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-17
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ფსევდონიმით მოღვაწე ადამიანების ბიოგრაფიებისა და შემოქმედების გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის შექმნა, ვიქტორინის, დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა…
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ბროშურა, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ფსევდონიმით ცნობილი ადამიანების ნამდვილ სახელს და გვარს, ბიოგრაფიებს, ეპოქას, რომელშიც ცხოვრობდნენ, შემოქმედებას და წვლილს მსოფლიო კულტურისა თუ მეცნიერების განვითარებაში.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა…
ისტორია - გაეცნობიან ეპოქას, ტრადიციებს, ადამიანთა წვლილს კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
ხელოვნება - ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში (ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია), პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება…
მუსიკა - მოსწავლე ეცნობა მუსიკალურ ნაწარმოებებს, მუსიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროფესიებს, შეარჩევს და მიოძიებს წარმოდგენისთვის საჭირო მუსიკალურ, ლიტერატურულ მასალას და იყენებს ზეიმის მუსიკალურ გაფორმებაში, განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს…
უცხო ენები - მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, ახარისხებს, თარგმნის.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება…
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 
თბილისის 63-ე საჯ. სკოლა - ირინა ჭელიძე
თბილისის 23-საჯ. სკოლა - ნია ხუხუნაშვილი
თბილისის 96-ე საჯ. სკოლა - მანანა ჭიაბერაშვილი
თბილისის 98–ე საჯ. სკოლა – ნინო ნარიმანიძე
თბილისის 169-ე საჯ. სკოლა - მანანა მერაბიშვილი
რუსთავის მე-20 საჯ. სკოლა - ხათუნა ციხელაშვილი
თბილისის 103-ე საჯ. სკოლა - თამილა ნაცვლიშვილი
თბილისის 137-ე საჯ სკოლა - დარეჯან ტატუაშვილი
თბილისის მე–11 საჯ. სკოლა – მაკა მაისურაძე
თბილისის 30–ე საჯ. სკოლა – თამარ ხატიაშვილი
თბილისის 142–ე საჯ. სკოლა – მაია ხოჭოლავა
თბილისის 52–ე საჯ. სკოლა – თინიკო თაბაგარი
თბილისის 123–ე საჯ. სკოლა – ნათია ბეჟიტაძე
თბილისის 124–ე საჯ. სკოლა – მარინა ტარუღიშვილი
თბილისის 161–ე საჯ. სკოლა – მანანა ლიპარიშვილი
თბილისის 207–ე საჯ. სკოლა – მაია ჟიჟილაშვილი, მთვარისა ლიპარტელიანი
თბილისის 179–ე საჯ. სკოლა – გულნარა მოსაშვილი
თბილისის 35-ე საჯ. სკოლა - მაია არჩვაძე 
თბილისის 94-ე საჯ. სკოლა - დავით ლიპარტელიანი
რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმი" – თამუნა კულულაშვილი
რუსთავის 23–ე საჯ. სკოლა – თეა გუჯაბიძე
რუსთავის მე–7 საჯ. სკოლა – ნინო ბეგაძე
რუსთავის მე–2 საჯ. სკოლა – დალი ხარებაშვილი
რუსთავის მე–14 საჯ. სკოლა – ანა ხოჯაშვილი
რუსთავის 25–ე საჯ სკოლა – მანანა რაზმაძე
რუსთავის მე–13 საჯ. სკოლა –
გორის მე–2 საჯ. სკოლა – ირინა მურანაშვილი
გორის პირველი საჯ. სკოლა – ქეთი ლობჟანიძე
გორის მე–12 საჯ. სკოლა – ალა სანამიანი
გორის მე–4 საჯ. სკოლა – ცირა ტორჩინავა
გორის მე-5 საჯ. სკოლა - თამრიკო
გორის მე–8 საჯ. სკოლა – ხათუნა ტაბიძე
გორის მე–9 საჯ. სკოლა – ხათუნა ტაბიძე, ხათუნა ჯავახიშვილი
გორის რაიონი, სოფ. ხელთუბნის საჯ. სკოლა - მაია მელაშვილი
ხაშურის მე-7 საჯ. სკოლა - ნინო ხონელიძე, ციური ინასარიძე
ზუგდიდის მე–2 საჯ. სკოლა – ქეთინო ჯინჯოლავა
ზუგდიდის მე-10 საჯ. სკოლა - ციცინო თორია
ზუგდიდის მე-10 საჯ. სკოლა - ნაზი თოდუა
ზუგდიდის მე-11 საჯ. სკოლა -
გელათის საჯ.სკოლა – ელიზა ფრუიძე, ელისო მაწკეპლაძე
ქუთაისის 21–ე საჯ. სკოლა – მარიამ მიქაუტაძე
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლელა აბაშიძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: lelaaba@gmail.com
14. პროექტ მეის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1e9e6f1a
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://fsevdonimi.blogspot.com

No comments: